საქართველოდან აზერბაიჯანელი მოქალაქეების მორიგი დაბრუნება იგეგმება

საქართველოდან აზერბაიჯანის მოქალაქეების მორიგი დაბრუნება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში განაცხადეს.

მათ შორის აზერბაიჯანის 279 მოქალაქე.

ამ პირებს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ და არც ერთ მათგანს COVID-19 არ დაუდასტურდა.

მას შემდეგ რაც ისინი ოფიციალურ საბუთს მიიღებენ, მათ 5 ავტობუსით საბაჟო გამშვებ პუნქტ "წითელი ხიდთან" მიიყვანენ.

პანდემიის პერიოდში საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში 1500 ადამიანი დაბრუნდა.