საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა, ამჯერად წალკაში, სოფელ სალამალეიქისთან მოხდა. 

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 13:02 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.