საქართველოში კორონავირუსით კიდევ 62 ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა კიდევ 62 ადამიანი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში 3 631 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

გუშინ საქართველოში 55 301 ტესტი ჩატარდა.