საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში 1990 წელს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ და საელჩოს თანამშრომლებმა, 1990 წლის 20 იანვრის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირებს და ყვავილებით შეამკეს მათი ხსოვნის მემორიალი.

"1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედიის მსგავსად, 1990 წლის 20 იანვარს, ქ. ბაქოში, ყოფილი სსრკ-ს სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და სასტიკად დასაჯეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ითხოვდა ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. სისხლიან ოპერაციას შეეწირა 133 და დასახიჩრდა 744 მშვიდობიანი მოქალაქე", - ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, დღეს აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა ტანკებითა და ხიშტებით დაღუპულებს გლოვობენ