"საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე ფენომენალური სპორტსმენი" - კახა კუჭავა

საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე, ფენომენალური სპორტსმენი, ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე – ფენომენალური სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!" – წერს კახა კუჭავა "ფეისბუქში".

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.