საქართველოს მასშტაბით არჩევნების პროპორციულ ნაწილში "ქართული ოცნება" იმარჯვებს

ადგილობრივი არჩევნების პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით "ქართული ოცნება" იმარჯვებს. ცესკო-ს მონაცემებით ამ დროისთვის 3 743 უბნიდან 2 775 უბანია დათვლილი, რაც ხმების 74.14%-ია.

მიღებული ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

~ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 47.83%

~ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 30.6%

~ "გახარია - საქართველოსთვის" - 7.48%

~ "ევროპული საქართველო" - 2.75%

~ "ლელო" - 2.62%

~ პატრიოტთა ალიანსი - 1.43%

~ ლეიბორისტული პარტია - 1.41%

~ მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 1.31%

~ გირჩი - მეტი თავისუფლება - 1.22%