საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. 

დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 501 297-ს აღწევს. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსისგან განიკურნა 436 977 ადამიანი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 6590 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა.

COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში