საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად ვაქცინირებულია

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დასრულდა - ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი აცრილია.

ადმინისტრაციის თანამშრომლები AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით არიან აცრილები.

"ავიცრათ და ერთად დავამარცხოთ პანდემია!" - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.