საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებთან ნიკოლოზ სამხარაძესა და მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის საკითხები.