საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა

საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანები განაახლა. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე თბილისიდან ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ფოთისა და ქუთაისის მიმართულებით აღდგა. 

ბილეთების გაყიდვა ონლაინ მიმდინარეობს. 

საქართველოს რკინიგზის ცნობით, გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს. მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით; ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული; მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.