საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა ყველაზე მეტი ინფიცირებული

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა - 598, იმერეთი - 506, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 168, გურია - 161, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 246, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი.