საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში თანამოქალაქეებს მიმართავს. დიპლომატიური უწყება მათ აფრთხილებს , რომ 20 დეკემბრიდან ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ. "კოვიდ-განგაშის" ახალი, მეოთხე დონის სისტემა ამოქმედდება.
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;
სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება;
პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;
აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ "მხარდამჭერი წრის" წევრების მონახულება;
აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.