საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში თანამოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

დიპლომატიური უწყების თქმით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ივნისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობას და ან ბიომეტრიულ პასპორტს ერთჯერადად უფასოდ მიიღებენ.

„პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:

არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ფლობს პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (თუნდაც მოქმედს);

მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.

ბიომეტრიულ პასპორტს, ნახევარ ფასად (65 დოლარად) მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:

არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;

ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს); მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.

პირებს, რომლებსაც ეკუთვნის აქციით სარგებლობა, პროგრამა ავტომატურად განუსაზღვრავს შესაბამის შეღავათს. ამასთან, (ბიომეტრიულ პასპორტზე) თუ პირს ეკუთვნის აქციით დადგენილზე მეტი შეღავათი (მაგალითად – უფასოდ), ასეთ შემთხვევაში, პროგრამის მიერ განსაზღვრული შეღავათი უნდა შეცვალოთ შესაბამისი შეღავათით“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.