საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თურქეთს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 18-19 ოქტომბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარას ეწვევა. ოფიციალური წარმომადგენლობა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. 

მხარეები შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს და ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის გზებს განიხილავენ. 

ორმხრივი შეხვედრები გაიმართება თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან. 

ასეთი ფორმატის შეხვედრა უკვე მეცხრედ ტარდება.