საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს საპატრიარქო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

"მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.  უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.