საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"დღეს, თბილისის დროით 18:51 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 4კმ - ში მოხდა 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა",- აღნიშნულია "დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის" გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიწისძვრის სიღრმე 5 კმ-ს შეადგენდა.