საქართველოში 1 423 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 110, აჭარაში - 903, იმერეთში - 973.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში - 146, იმერეთში - 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში - 193, აჭარაში - 22, იმერეთში - 20.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 ადამიანი.