საქართველოში 1 547 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659 საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 218, აჭარაში - 955, იმერეთში - 1 095.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 149, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 28, იმერეთში - 21.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტიდღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა, აქედან ყველაზე მეტი, 1 425 შემთხვევა გამოვლენილია თბილისში .