საქართველოში 1 დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ 40.1%-ს მიაღწია

დღეის მდგომარეობით საქართველოში Covid 19-ზე 2 145 233 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 140 492 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 40.1%-ს შეადგენს. 

სრულად ვაქცინირებულია 992 374 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.7%-ია. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში აიცრა 10 179 ადამიანი.