საქართველოში 25 ნოემბრამდე არ გამოიდარებს

"22 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა",- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.