საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოში 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

საქართველოში ყოველწლიურად პატივს მიაგებდნენ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ხოლო გაეროს მიერ 2005 წელს დადგენილი 27 იანვრის ოფიციალურ თარიღად დამკვიდრებით საქართველო კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას სამყაროს ჰუმანური პრინციპების ერთგულებისადმი.

საქართველოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამოხატულებაა და იმადროულად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგიბრობასთან ერთად საქართველოს ძალისხმევას რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ყოველგვარი გამოხატულების წინააღმდეგ.