საქართველოში 967 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 870, აჭარაში - 497, იმერეთში - 661. 

მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში -226. 

მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 13. 

1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 523- აჭარაში. 

16 546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.