საქართველოში აშშ-ის ელჩი ილია მეორეს აღდგომას ულოცავს

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს აღგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მილოცვის ტექსტი საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ჩემთვის პატივია, მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად.

აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს, მსურს, გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა, თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის“, – ნათქვამია ელჩის მილოცვაში.