საქართველოში CO-თი ინტოქსიკაციით 4 ადამიანი გარდაიცვალა - ენერგოომბუდსმენი

მიმდინარე კვირაში საქართველოში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. ენერგოომბუდსმენი შიდა ქსელში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახიფათო ზონებს კერძო ტიპის დასახლებები მიეკუთვნება. მისი თქმით ნაძალადევში, სამგორსა და ნავთლუღში კუსტარული ქსელებია მოწყობილი.

CO-ს გაჟონვით მიმდინარე კვირას უცხოეთი ორი მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალნენ.