საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს უკვე მეორედ გაიზარდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღის განმავლობაში მეორედ გაიზარდა. დილით არსებულ მონაცემებს კიდევ 6 პაციენტი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12 პაციენტით გაიზარდა. 

ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით ინფიცირებულები  "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პაციენტები არიან.