საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 

ამავე ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსისგან  გამოჯანმრთელებულია 156 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 5107 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 534.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 6 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამს შეადგენს.