საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი საქართველოში სამით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს - კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 785-ს შეადგენს.