საქართველოში დღეს მეოთხე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მეოთხე მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:06 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ცნობისთვის, 15 აგვისტოდან დღემდე საქართველოში 9 მიწისძვრა მოხდა.