საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ბოლო 24 საათში საქართველოში ოთხი მიწისძვრა მოხდა. 

ოთხივეს ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. 

15 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:42 საათზე სამებასთან 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. 

16 აგვისტოს, 03:19 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. 

05:44 საათზე, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 (ML) მაგნიტუდა, ხოლო 05:51 საათზე, 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. 

ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.