საქართველოში ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 6 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით 583 647 ადამიანია აცრილი.

მათივე ცნობით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 182 915 ადამიანი.