საქართველოში "ფაიზერის" მილიონი დოზა შემოვა - ღარიბაშვილი

საქართველოში 2 კვირაში "ფაიზერის" ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ორ კვირაში შემოვა მილიონი ვაქცინა და და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში მოიხსნება ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ასევე უქმდება ღია სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება.