საქართველოში ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობენ - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლვეა, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებს არ აქვთ. 

"შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.