საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-40-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. 

81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ სააავდმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 40 პაციენტი.