საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ისევ სოფელი სამება იყო.

მიწისძვრა თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო. 

ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეხუთე მიწისძვრაა.