საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით, 01:52 საათზე საქართველოში კიდევ ერთ მიწისძვრა დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ქალაქ რუსთავთან იყო. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.

რამდენიმე საათით ადრე კი 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.