საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

 ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 307 შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელბიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 349405 შემთხვევა.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 24 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 4934 ადამიანი ემსხვერპლა. 

 ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1014 ადამიანი; სულ განიკურნა 334519 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 11117, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5477, PCR ტესტით - 5640

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,76%, ბოლო 14 დღის - 2,88%, ბოლო 7 დღის - 2,98%