საქართველოში კორონავირუსი 114-მა პაციენტმა დაამარცხა 

საქართველოში კორონავირუსი 114-მა პაციენტმა დაამარცხა. სამივე გამოჯანმრთელებული პაციენტი მკურნალობის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, სამივე პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

რაც შეეხება ინფიცირებულების რიცხვს, ამ ეტაპზე მათი რიცხვი უცვლელია და 420 -ს შეადგენს.