საქართველოში კორონავირუსი კიდევ 18-მა პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსისგან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განთავსდა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა კორონავირუსი კიდევ 18-მა პაციენტმა დაამარცხა. 

რაც შეეხება ინფიცირებულების რიცხვს, მათი რაოდენობა ამ ეტაპისთვის უცვლელია. ამ დროისთვის ქვეყანაში 431 ინფიცირებული პაციენტია რეგისტრირებული.