საქართველოში კორონავირუსისგან 26 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 26 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე.

ასევე, ამავე ვებგვერდზე განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. 

კარანტინის რეჟიმში 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260 ადამიანი იმყოფება.