საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, - ახალი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე stopcov.ge.-ზეა განთავსებული.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1, კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275.