საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ახალი კორონავრუსით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. 

6-ით გაიზარდა გამოჯანრთელებულთა რაოდენობაც და მათი რაოდენობა ამ დროისათვის 857-ს შეადგენს. 

უახლესი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.