საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა.

მოქალაქე ქუთაისის აეროპორტიდან შემოვიდა საქართველოში. მან თვითდინებით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ლაბორატორიული კვლევის შემდეგ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

შეგახსენებთ, რომ ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებული კიდევ ერთი პირი, რომელსაც ლაბორატორიულად კორონავირუსი დადასტურებული აქვს. აღნიშნული პაციენტი მამაკაცია და მან ირანში ერთი კვირა გაატარა.