საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფექცია კიდევ ათმა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 393-ს აღწევს.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, დღეს კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა საერთო ჯამში COVID-19 საქართველოში 671 ადამიანი დაინფიცირდა.