საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისაგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამით, განკურნებულთა რაოდენობა 63 გახდა. მონაცემები ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე განახლდა. 

გარდა ამისა, stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 252 შემთხვევა. 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 4 929 ადამიანი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 405.