საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge განახლდა. 

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 155-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში - 5526 ადამიანია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344.