საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7-მა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ამ დროისთვის 156-ს აღწევს.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, დღის ბოლოს არსებულ სტატისტიკას ერთი პაციენტი დაემატა. ამ დროის მონაცემებით კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 497 -ს შეადგენს.