საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში COVID-19 კიდევ 6-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 221 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 589 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 5260 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 553.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 9 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამს შეადგენს.