საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 238-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632.

კარანტინის რეჟიმში 3 769 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 832, კოვიდ-სასტუმროში - 2 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.