საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4664-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1759 პაციენტი.