საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 28 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 960-მდე გაიზარდა.